არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება სტეფანემ დევნის დროს?

სტეფანე გაშმაგებული კაცების წინაშე იდგა. ეს მამაკაცები მთელ ერში ყველაზე გავლენიან ადამიანებს მიეკუთვნებოდნენ. ისინი ისრაელის უზენაესი სასამართლოს, სინედრიონის წევრები იყვნენ, რომელიც 71 მოსამართლისგან შედგებოდა. სასამართლო პროცესი მღვდელმთავარმა კაიაფამ მოაწყო. სწორედ ის უძღვებოდა რამდენიმე თვის წინ იმ სასამართლო პროცესს, რომელზეც იესოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს (მათ. 26:57, 59; საქ. 6:8—12). მათ ერთიმეორის მიყოლებით გამოჰყავდათ ცრუ მოწმეები, თუმცა აკვირვებდათ იმის დანახვა, რომ სტეფანეს სახე „ანგელოზის სახეს მიუგავდა“ (საქ. 6:13—15).

როგორ შეძლო სტეფანემ სიმშვიდის შენარჩუნება ამ შიშის მომგვრელ სიტუაციაში? სანამ სინედრიონის წინაშე მიიყვანდნენ, ის მთლიანად მსახურების საქმეში იყო ჩაბმული, რომელსაც წმინდა სულის დახმარებით ასრულებდა (საქ. 6:3—7). სწორედ წმინდა სული დაეხმარა სტეფანეს, რომ სიმშვიდე არ დაეკარგა და საჭირო ბიბლიური მონაკვეთები გაეხსენებინა (იოან. 14:16). როცა სტეფანე გაბედულად იცავდა თავს, რის შესახებაც საქმეების მე-7 თავში ვკითხულობთ, წმინდა სულმა მას ებრაული წერილებიდან ოცი ან უფრო მეტი მონაკვეთი გაახსენა (იოან. 14:26). თუმცა სტეფანეს რწმენა უფრო განუმტკიცდა, როცა ხილვაში „ღვთის მარჯვნივ მდგომი“ იესო ნახა (საქ. 7:54—56, 59, 60).

შეიძლება ერთ დღეს ჩვენც გავხდეთ მუქარისა თუ დევნის ობიექტი (იოან. 15:20). იეჰოვას სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას მივცემთ, თუ რეგულარულად მივიღებთ სულიერ საზრდოს ბიბლიიდან და აქტიურები ვიქნებით მსახურებაში. გარდა ამისა, მივიღებთ ძალას, რომელიც აგვატანინებს წინააღმდეგობას და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (1 პეტ. 4:12—14).