არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ

ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ

იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ასე ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). რა არის ღვთის სამეფო? რას აკეთებს ეს სამეფო? რატომ უნდა ვილოცოთ ამ სამეფოს მოსვლაზე?

იესო ღვთის სამეფოს მეფეა.

ლუკა 1:31—33: „[მას] იესო უნდა დაარქვა. დიდებული იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, თავისი წინაპრის, ტახტს მისცემს და მარადიულად იმეფებს იგი იაკობის შთამომავლებზე. მისი სამეფო სამარადისოდ იარსებებს“.

სამეფო იესოს ქადაგების მთავარი თემა იყო.

მათე 9:35: „იესო დადიოდა ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ნებისმიერ სნეულებასა თუ უძლურებას.“

იესომ მოწაფეებს ყურადღება გაუმახვილა ნიშანზე, რომელიც ღვთის სამეფოს მოსვლას მოასწავებდა.

მათე 24:7: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“.

დღეს იესოს მიმდევრები ღვთის სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ქადაგებენ.

მათე 24:14: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“.