არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

როგორ განვივითაროთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული

როგორ განვივითაროთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული

თუმცა ქრისტიანებს არ ევალებათ მოსეს კანონის დაცვა, ორი უდიდესი მცნება, რომლებიც ღვთისა და მოყვასის სიყვარულს ეხება, მოკლედ და მკაფიოდ გამოხატავს იმას, რასაც იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან (მათ. 22:37—39). ასეთი სიყვარული დაბადებიდან არ დაგვყვება. ის უნდა განვივითაროთ. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბიბლიის ყოველდღე კითხვაა. როცა ბიბლიის მეშვეობით ვეცნობით ღვთის თვისებებს, მის „მშვენიერებას“ ვხედავთ (ფსალმ. 27:4). შედეგად, უფრო გვიყვარდება ის და ვცდილობთ, მეტად ავირეკლოთ მისი აზროვნება. თავის მხრივ, ეს აღგვძრავს, დავიცვათ ღვთის მცნებები, მათ შორის მცნება, რომელიც სხვების მიმართ თავგანწირული სიყვარულის გამოვლენას გულისხმობს (იოან. 13:34, 35; 1 იოან. 5:3). ქვემოთ მოყვანილია სამი რჩევა, რომელთა გათვალისწინებაც ბიბლიის კითხვას უფრო სასიამოვნოს გახდის.

  • მოუხმე წარმოსახვის უნარს. წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ, რა გესმის და რისი სუნი გცემს და ამ დროს რას შეიძლება გრძნობდნენ ბიბლიური პერსონაჟები?

  • შეცვალე მიდგომა. მაგალითად, წაიკითხე ხმამაღლა ან მოუსმინე ბიბლიის მხატვრული კითხვის აუდიოჩანაწერებს; თავების თანმიმდევრულად კითხვის ნაცვლად, წაიკითხე ის მონაკვეთები, რომლებიც რომელიმე საკითხს ან კონკრეტულ პერსონაჟს ეხება; მაგალითად, თუ იესოს შესახებ კითხულობ, გამოიყენე ბროშურის „ბიბლიის გზამკვლევი“ მე-4 და მე-16 დანართები; მთლიანად წაიკითხე ის თავი, საიდანაც დღის მუხლია აღებული; ბიბლიის წიგნები იმ თანმიმდევრობით წაიკითხე, რა თანმიმდევრობითაც დაიწერა.

  • შეეცადე, ჩასწვდე წაკითხულს. უმჯობესია, დღეში მხოლოდ ერთი თავი წაიკითხო, ჩასწვდე წაკითხულს და მასზე იფიქრო, ვიდრე რამდენიმე თავი წაიკითხო მხოლოდ იმიტომ, რომ გეგმას მიჰყვე. დაფიქრდი კონტექსტზე. კარგად დაუკვირდი დეტალებს. გამოიყენე რუკები და ისარგებლე მარგინალური მუხლებით. გამოიკვლიე სულ მცირე ერთი საკითხი, რომელიც ბოლომდე ვერ გაიგე. შეეცადე, იმდენივე დრო დაუთმო ფიქრს, რამდენსაც კითხვას უთმობ.