არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

მიენდე იეჰოვას, როცა გჩაგრავენ

მიენდე იეჰოვას, როცა გჩაგრავენ

ჩაგვრამ შეიძლება ფიზიკური და ემოციური ზიანი მოგვაყენოს. თუ შევუშინდებით მათ, ვინც რწმენის გამო გვჩაგრავს, შეიძლება ღმერთთან მეგობრობაზეც კი ვთქვათ უარი. როგორ შეგიძლია ასეთ დროს საკუთარი თავის დაცვა?

ჩაგვრა არც წარსულში მცხოვრები ღვთის მსახურებისთვის ყოფილა უცხო, თუმცა იეჰოვაზე მინდობა მათ ბევრ რამეს ატანინებდა (ფსალმ. 18:17). მაგალითად, ესთერმა ხმა აღიმაღლა, როცა ბოროტი ჰამანი ისრაელების განადგურებას ცდილობდა (ესთ. 7:1—6). მანამდე მან იმარხულა, რითაც ცხადყო, რომ იეჰოვაზე იყო დაიმედებული (ესთ. 4:14—16). იეჰოვამ აკურთხა მისი გაბედულება და დაიცვა თავად ესთერიც და მთელი ერიც.

თუ შენს დაჩაგვრასაც ცდილობენ, იეჰოვას მიენდე და დაელაპარაკე უფროსებს, მაგალითად მშობლებს. გჯეროდეს, რომ იეჰოვა შენც დაგეხმარება! კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია?

ᲣᲧᲣᲠᲔ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲗᲘᲜᲔᲘᲯᲔᲠᲣᲚᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ — ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲘᲥᲪᲔ, ᲠᲝᲪᲐ ᲛᲐᲑᲣᲚᲘᲜᲒᲔᲑᲔᲜ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ჩარლისა და ფერინისგან?

  • რისი სწავლა შეუძლით მშობლებს ჩარლისა და ფერინის მონათხრობიდან?