არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

უხუცესები ღვთის ხალხის საკეთილდღეოდ შრომობენ

უხუცესები ღვთის ხალხის საკეთილდღეოდ შრომობენ

ბევრს ძალაუფლების მქონეთა მიმართ ნდობა აქვს დაკარგული და არცთუ უმიზეზოდ. ადამიანები ოდითგანვე ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას (მიქ. 7:3). მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა ასწავლის უხუცესებს, როგორ გამოიყენონ ძალაუფლება მისი ხალხის საკეთილდღეოდ (ესთ. 10:3; მათ. 20:25, 26).

მათგან განსხვავებით, ვისაც ქვეყნიერებაში აქვთ ძალაუფლება, უხუცესები თავიანთ უფლებამოსილებას თანაქრისტიანების სასიკეთოდ იყენებენ, რადგან მათი მოტივაცია იეჰოვასა და და-ძმების სიყვარულია (იოან. 21:16; 1 პეტ. 5:1—3). ისინი იესოს ხელმძღვანელობას მიჰყვებიან და თითოეულ მაუწყებელს კრებაში თავს ისე აგრძნობინებენ, როგორც ოჯახში. ეს ერთგული ძმები მზად არიან, მალევე აღმოუჩინონ მათ სულიერი დახმარება, რათა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ. ისინი თანამორწმუნეებს სტიქიისა თუ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროსაც უდგანან გვერდით. თუ დახმარება გჭირდებათ, თავისუფლად მიმართეთ კრების უხუცესებს (იაკ. 5:14).

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲛᲬᲧᲔᲛᲡᲔᲑᲘ ᲖᲠᲣᲜᲐᲕᲔᲜ ᲡᲐᲛᲬᲧᲡᲝᲖᲔ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • როგორ დაეხმარა მარიანას უხუცესების მხარდაჭერა?

  • როგორ დაეხმარა ელიასს უხუცესების მხარდაჭერა?

  • როგორ დაგეხმარათ ეს ვიდეო, მეტად დააფასოთ უხუცესების შრომა?