არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რაში დაგვეხმარება ლოცვა?

რაში დაგვეხმარება ლოცვა?

პამელას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის დროს ის ღმერთს სთხოვდა ძალას, გადაეტანა ეს მძიმე პერიოდი. დაეხმარა პამელას ლოცვა?

«ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის დროს ხშირად შიში მიპყრობდა, — იხსენებს პამელა. — მაგრამ როგორც კი ვილოცებდი, ღმერთი სიმშვიდეს მგვრიდა და საღი აზრის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. დღემდე ქრონიკული ტკივილები მტანჯავს, თუმცა ლოცვის წყალობით არ ვკარგავ დადებით განწყობას. როცა ჩემი მდგომარეობით ინტერესდებიან, ვეუბნები: „მართალია, თავს კარგად არ ვგრძნობ, მაგრამ განწყობა კარგი მაქვს!“».

რასაკვირველია, ღმერთს ლოცვით მხოლოდ მძიმე წუთებში არ უნდა მივმართოთ. დიდ თუ პატარა პრობლემას ვერავინ გავექცევით, ამიტომ დახმარება ყოველთვის დაგვჭირდება. დაგვეხმარება ამ დროს ლოცვა?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის დაცემას“ (ფსალმუნი 55:22). რა მანუგეშებელი სიტყვებია! რაში დაგეხმარებათ ლოცვა? თუ ღვთის ნების შესაბამისად ილოცებთ, ის ყველანაირად ამოგიდგებათ მხარში სირთულეებთან ბრძოლის დროს (იხილეთ ჩარჩო  „ლოცვის ძალა“).