ისმენს ღმერთი პირადად თქვენს ლოცვებს?
როგორ ფიქრობთ, გისმენთ ღმერთი, როცა ლოცულობთ?
რას ასწავლის ბიბლია?
ღმერთი გვისმენს. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს, ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს . . . [იგი] ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ“ (ფსალმუნი 145:18, 19).
ღმერთს სურს, ლოცვით მივმართოთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ“ (ფილიპელები 4:6).
ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე. მან კარგად იცის, რა გვაწუხებს და სურს, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).