არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსაფრთხო მომავალს ყველა ესწრაფვის

უსაფრთხო მომავალს ყველა ესწრაფვის

როგორი მომავალი გინდათ, რომ გქონდეთ? უმეტესობას სურს, ოჯახთან ერთად ბედნიერად და მშვიდობიანად იცხოვროს, ჰქონდეს კარგი ჯანმრთელობა და მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს.

სამწუხაროდ, ბევრს აეჭვებს, ექნება თუ არა უსაფრთხო მომავალი; და არც თუ უსაფუძვლოდ. მაგალითად, ᲙᲝᲕᲘᲓ-19-ის პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბევრს არასტაბილურობის განცდა უჩნდება.

საგონებელში ჩაცვენილი ადამიანები ცდილობენ, გაიგონ, რა არის უსაფრთხო მომავლის გარანტი. ზოგი ფიქრობს, რომ მათი მომავალი უხილავი ძალების ხელშია. ზოგი განათლებასა და ფულზე ამყარებს იმედს. ზოგიც თვლის, რომ საკმარისია, კარგი ადამიანი იყოს, რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ წარიმართოს.

ზემოხსენებულ ფაქტორებზეა დამოკიდებული, გექნებათ თუ არა უსაფრთხო მომავალი? შემდეგ კითხვებზე დაფიქრება სწორი დასკვნების გაკეთებაში დაგეხმარებათ:

  • რაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი?

  • არის განათლება და ფული უსაფრთხო მომავლის გარანტი?

  • საკმარისია სიკეთის კეთება, რომ კარგი მომავალი გქონდეთ?

  • არსებობს წიგნი, რომელსაც ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლია?

ამ კითხვებს „საგუშაგო კოშკის“ ეს ნომერი გასცემს პასუხს.