არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იდეები ვებგვერდის გამოყენებისთვის

იდეები ვებგვერდის გამოყენებისთვის

როგორ მოვძებნოთ ბოლო დროს jw.org-ის საწყის გვერდზე განთავსებული სტატიები

ბევრი ჩვენი და-ძმა წარმატებით იყენებს მსახურებაში jw.org-ის საწყის გვერდზე განთავსებულ სტატიებს. ერთი მხრივ, მათი ელექტრონულად გაგზავნა მარტივია; მეორე მხრივ, ხშირად ამ სტატიებში ახსნილია, თუ როგორ მოწმობს მიმდინარე მოვლენები ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაზე. როგორც ერთმა ძმამ აღნიშნა, jw.org-ის საწყის გვერდზე განთავსებული სტატიები ზუსტად ისაა, რაც მსახურებაში გვჭირდება.

ეს სტატიები მუდმივად ახლდება, ამიტომ შეიძლება გაინტერესებთ, როგორ უნდა მოძებნოთ შედარებით ადრე გამოქვეყნებული სტატიები.

  • jw.org-ის საწყისი გვერდიდან გადადით ბმულზე „იხილეთ მეტი“, რომელიც მარჯვენა კუთხეშია. მობილურ ტელეფონში კი ეს ბმული გამოჩნდება აქტუალური სტატიების ქვემოთ. აქ ნახავთ „საწყის გვერდზე განთავსებულ აქტუალურ სტატიებს“ და იპოვით შედარებით ადრე გამოქვეყნებულ სტატიებსაც.

  • ვებგვერდზე jw.org ან აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა აირჩიეთ ბიბლიოთეკა / სტატიათა სერიები / სხვადასხვა. ამ განყოფილებაში ნახავთ სხვა სტატიებსაც, რომლებიც თავის დროზე საწყის გვერდზე იყო განთავსებული.