არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იდეები კვლევისთვის

იდეები პირადი შესწავლისა თუ ოჯახური თაყვანისცემისთვის

იდეები პირადი შესწავლისა თუ ოჯახური თაყვანისცემისთვის

ჩვენ იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობა მხოლოდ კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე როდი გვეძლევა. პირადი თუ ოჯახური შესწავლაც იეჰოვას თაყვანისცემად ითვლება. აი რისი განხილვა შეგიძლიათ ასეთ დროს:

  • მოემზადეთ კრების შეხვედრებისთვის, მათ შორის პროგრამით გათვალისწინებული სიმღერებისთვის. კარგი იქნება, თუ ოჯახის თითოეული წევრი კომენტარსაც მოამზადებს.

  • წაიკითხეთ რომელიმე ბიბლიური მონაკვეთი. მოკლედ ჩაიწერეთ, რა ისწავლეთ, ან ჩანახატი გააკეთეთ.

  • გამოიკვლიეთ ბიბლიაში ჩაწერილი რომელიმე ლოცვა და ერთად იმსჯელეთ, როგორ გააუმჯობესოთ პირადი ლოცვები.

  • ჩვენს ვებგვერდზე უყურეთ რომელიმე ვიდეოს, შემდეგ კი იმსჯელეთ მასზე ან ფურცელზე დაწერეთ, რა ისწავლეთ.

  • მოემზადეთ მსახურებისთვის. თუ შესაძლებელია, ოჯახის წევრებთან გაიარეთ რეპეტიცია.

  • დაუკვირდით ქმნილებებს და დაფიქრდით, რას სწავლობთ მათგან იეჰოვას შესახებ. a

a იხილეთ 2023 წლის მარტის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „უკეთ გაიცანით შემოქმედი მისი ქმნილებების მეშვეობით“.