არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ

მოძებნეთ თქვენთვის პრაქტიკული აზრები

მოძებნეთ თქვენთვის პრაქტიკული აზრები

ბიბლიის კითხვის დროს არაერთ საინტერესო აზრს აღმოვაჩენთ, თუ წაკითხულს ჩავუღრმავდებით. თუმცა რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ დავინახოთ წაკითხულის პრაქტიკული ღირებულება?

დაუკვირდით დეტალებს. მაგალითად, ვინ დაწერა, ვის მისწერა და როდის, რა ვითარება იყო იმ დროს, რა მოხდა მანამდე და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები.

შეეცადეთ, დაინახოთ, თუ რისი სწავლა შეგიძლიათ და დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რას გრძნობდნენ ეს ადამიანები? რა თვისებებს ავლენდნენ? რატომ იქნება კარგი, თუ მათნაირ თვისებებს გამოვავლენ? ან პირიქით, რატომ არ უნდა მივბაძო მათ ცუდ მაგალითს?

გამოიყენეთ ნასწავლი მსახურებაში და სხვებთან ურთიერთობის დროს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ეს გამჭრიახობის მაჩვენებელი იქნება: „გამჭრიახნი არიან მისი ბრძანების შემსრულებელნი“ (ფსალმ. 111:10).

  • რჩევა: შუა კვირის შეხვედრისთვის მომზადების დროს დაუკვირდით, როგორ გვეხმარება „ღვთის სიტყვის საუნჯე“ ბიბლიური მუხლების პრაქტიკული ღირებულების დანახვაში. ამ ნაწილში მოცემულია დასაფიქრებელი კითხვები, აზრები და სურათები.