არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

სრული ანშლაგი

სრული ანშლაგი

იეჰოვას მოწმეებმა 1956 წელს ფრიტაუნში მოაწყვეს ვიდეოფილმის ჩვენება. ფილმის სახელწოდება იყო „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“. ძმები იტყობინებოდნენ:

«ვიქირავეთ ფრიტაუნის ყველაზე დიდი დარბაზი და 1000 მოსაწვევი გავავრცელეთ. გვაინტერესებდა, რამდენი ადამიანი მოვიდოდა. ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი და ჯერ მხოლოდ 25 კაცი იყო მოსული. 15 წუთში კიდევ 100 მოვიდა; მალე მთლიანი დარბაზი შეივსო, ხუთასივე ადგილი დაკავებული იყო, ასი კაციც ფეხზე იდგა. ამას გარდა, შესასვლელთან კიდევ 500 სტუმარი იცდიდა. როცა ვკითხეთ გარეთ დარჩენილ ხალხს, დაელოდებოდნენ თუ არა მორიგ ჩვენებას, ერთხმად გვიპასუხეს: „რა თქმა უნდა, დაველოდებით!“. ისინი ბოლომდე იცდიდნენ ღია ცის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს წვიმიანი ამინდი იყო».

წლების მანძილზე სიერა-ლეონეში 80 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ეს და სხვა არანაკლებ საინტერესო ბიბლიური ფილმები.