არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2014 წლის მუხლი

„მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:10)

2014 წლის მუხლი

დაახლოებით ასი წლის წინ ზეცაში იეჰოვამ იესო გაამეფა. მას შემდეგ ღვთის მსახურები გულმოდგინედ ქადაგებენ იმ კურთხევების შესახებ, რომლებსაც იესოს მმართველობა მოიტანს. იესოს მეფობის დროს დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და იქ ისეთი ადამიანები იცხოვრებენ, რომელთაც ნამდვილად ეყვარებათ ერთმანეთი. აღარ იქნება დამნაშავეობა, ომი, ავადმყოფობა, ტანჯვა და სიკვდილი.

მალე ეს დანაპირები რეალობად იქცევა. დიახ, ღვთის სამეფო ნამდვილად არსებობს და როდესაც მოვა, იეჰოვას ყველა განზრახვას შეასრულებს. ილოცეთ, რომ მოვიდეს ეს სამეფო! ამცნეთ სხვებს მის შესახებ და ყოველთვის გახსოვდეთ, რას გააკეთებს ის თქვენთვის!