არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Comstock Images/Stockbyte via Getty Images

იფხიზლეთ!

რომელ მმართველს აირჩევთ? რას ამბობს ბიბლია?

რომელ მმართველს აირჩევთ? რას ამბობს ბიბლია?

 ხალხი გადაწყვეტილების წინაშე დგას და ფიქრობს, ვის დაუჭიროს მხარი.

 რას ამბობს ბიბლია?

ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველას, მათ შორის მმართველებს, საერთო მტერი გვყავს.

  •   „იმედს ნუ დაამყარებთ მმართველებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ ხსნა. ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას; იმ დღესვე ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:3, 4).

 საუკეთესო მმართველებიც კი ვერ გაექცევიან სიკვდილს. მათ არ ძალუძთ იმის განჭვრეტა, ვინ მოვა მათ შემდეგ და როგორ გააგრძელებს მათ დაწყებულ საქმეს (ეკლესიასტე 2:18, 19).

 ბიბლია იმასაც გვიმხელს, რომ ადამიანს საკუთარი ნაბიჯების წარმართვა არ შეუძლია.

  •   „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (იერემია 10:23).

 არსებობს კარგი მმართველი?

ღვთისგან დანიშნული მეფე

 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთს დანიშნული ჰყავს სანდო და ძლიერი მმართველი, იესო ქრისტე (ფსალმუნი 2:6). იესო ღვთის სამეფოს მეფეა — მთავრობის, რომელიც ზეციდან მმართველობს (მათე 6:10).

 დაუჭერთ მხარს მის მმართველობას? ბიბლია გვიმჟღავნებს, რომ ჩვენს არჩევანს დიდი მნიშვნელობა აქვს:

  •   „პატივი მიაგეთ ძეს [იესო ქრისტეს], რომ არ განრისხდეს ღმერთი და არ მოისპოთ თქვენი გზიდან, რადგან უეცრად განრისხდება იგი; ბედნიერია ყველა, ვინც მას აფარებს თავს“ (ფსალმუნი 2:12).

 სწორედ ახლა უნდა გააკეთოთ არჩევანი! ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, იესომ მმართველობა 1914 წელს დაიწყო და მალე ღვთის სამეფო ყველა ადამიანურ მთავრობას ჩაანაცვლებს (დანიელი 2:44).

 მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ დაუჭიროთ მხარი იესოს მმართველობას, იხილეთ სტატია „დღესვე დაუჭირეთ მხარი ღვთის სამეფოს!“.