არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 12 სექტემბერი
გერმანია

ზაქსენჰაუზენის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში ერთი იეჰოვას მოწმის ხსოვნის პატივსაცემად სპეციალური ღონისძიება ეწყობა

ზაქსენჰაუზენის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში ერთი იეჰოვას მოწმის ხსოვნის პატივსაცემად სპეციალური ღონისძიება ეწყობა

ზელტერსი, გერმანია — 2014 წლის 16 სექტემბერს ბრანდერბურგის მემორიალური ფონდი ავგუსტ დიკმენის ხსოვნის პატივსაცემად სპეციალურ ღონისძიებას მოაწყობს. ავგუსტ დიკმენი 75 წლის წინ ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილით დასაჯეს. ის პირველი გერმანელი იყო, რომელიც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს თანაპატიმრების თვალწინ დახვრიტეს.

ავგუსტ დიკმენი, მიახლოებით 1936 წელი

1937 წლის ოქტომბერში იეჰოვას მოწმე ავგუსტ დიკმენი თავისი მრწამსის გამო ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან სამ დღეში, გესტაპომ ავგუსტ დიკმენს უბრძანა, ხელი მოეწერა სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ჯარში ჩაირიცხებოდა. როდესაც დიკმენმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, იგი სამარტოო საკანში ჩასვეს, რის შემდეგაც ბანაკის ზედამხედველმა ესესის მეთაურისგან ნებართვა ითხოვა, დიკმენი თანაპატიმრების თვალწინ დაეხვრიტა. ასეც მოხდა. 1939 წლის 15 სექტემბერს ასობით იეჰოვას მოწმეს, მათ შორის დიკმენის ღვიძლ ძმას, ჰაინრიხს, აიძულეს, ამ სისასტიკისთვის ეყურებინათ. ორი დღის შემდეგ გერმანიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იუწყებოდა: „29 წლის ავგუსტ დიკმენი ... სპეციალურმა რაზმმა დახვრიტა“. გაზეთში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ მისი სიკვდილით დასჯის მიზეზი რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმა იყო.

1999 წლის 18 სექტემბერს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაპატიმრებული იმ 890-ზე მეტი იეჰოვას მოწმის საპატივცემულოდ გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც ყოფილი ბანაკის გარეთა კედელზე განათავსეს. გარდა ამისა, ავგუსტ დიკმენის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური ქვაც დაიდგა.

ავგუსტ დიკმენის დაღუპვიდან 75 წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიება დაიწყება მის მემორიალთან, შემდეგ ზაქსენჰაუზენის პატიმრების ყოფილი სამზარეულოს შენობაში მოხსენებები წარმოითქმება. ამ ღონისძიებაზე მისული სტუმრების წინაშე მოხსენებით ნეინგამის საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალური მუზეუმის დირექტორი, დეტლეფ გარბეც წარდგება.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ.+1 718 560 5000

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110