არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 14 სექტემბერი
ინდოეთი

ძლიერი წვიმები მუმბაიში

ძლიერი წვიმები მუმბაიში

28 აგვისტოს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ძლიერი სეზონური წვიმები დაიწყო და ერთ კვირას გაგრძელდა. სტიქიას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინდოეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალი იტყობინება, რომ არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც სერიოზულად დაშავებულა. თუმცა მოწმეების რამდენიმე სახლი დაიტბორა. ადგილობრივმა და-ძმებმა სტიქიის ზონაში მცხოვრები თანამორწმუნეები საკვებით მოამარაგეს და დატბორილი სახლების გაწმენდაში დაეხმარნენ.

იეჰოვას მოწმეების ფილიალი თვალყურს ადევნებს შექმნილ ვითარებას მუმბაიში და ინდოეთის იმ რეგიონებში, რომელთაც სტიქია შეეხო.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ინდოეთი: ტობიას დიასი, ტელ. +91-9845476425