არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზოგიერთი იმ 65 ძმიდან, რომლებიც ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ ციხიდან მას შემდეგ, რაც კორეის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული

2019 წლის 7 მარტი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებული ყველა იეჰოვას მოწმე გათავისუფლებულია

სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებული ყველა იეჰოვას მოწმე გათავისუფლებულია

2019 წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს სამხრეთ კორეაში ნეიტრალიტეტის გამო დაპატიმრებული ბოლო იეჰოვას მოწმე. გათავისუფლების გამო ძმები ძალიან მადლიერები არიან. მათ უხარიათ, რომ იეჰოვასთვის ერთგულების დამტკიცების შესაძლებლობა მიეცა.

მთლიანობაში 65 ძმა გათავისუფლდა ციხიდან მას შემდეგ, რაც 2018 წლის 1 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ამ დადგენილებით დასრულდა რელიგიური მიზეზით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებების 65-წლიანი პერიოდი.

ჩვენი კორეელი ძმების რწმენისა და ერთგულების მაგალითები აღგვძრავს, „უფრო გაბედულად“ და ერთგულად შევუსრულოთ მსახურება ჩვენს მეფეს და დავიკავოთ მისი სამეფოს მხარე (ფილიპელები 1:14). ვლოცულობთ იმ და-ძმებისთვის, რომლებიც დღემდე დაპატიმრებულები არიან ერიტრეაში, რუსეთში, სინგაპურსა და თურქმენეთში (ებრაელები 10:34).