არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 5 აგვისტო
ფილიპინები

ფილიპინებზე მიწისძვრა ერთიმეორის მიყოლებით მოხდა

ფილიპინებზე მიწისძვრა ერთიმეორის მიყოლებით მოხდა

2019 წლის 27 ივლისს ფილიპინებზე, მანილას ჩრდილოეთით დაახლოებით 690 კილომეტრში, პატარა კუნძულ იტბაიატზე ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრები 5,4 და 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, 64 — დაშავდა და 266 სახლი მიწასთან გასწორდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ ორმა მიწისძვრამ 2 968 ადამიანი დააზარალა.

მიწისძვრებს არც ერთი ჩვენი და-ძმა არ ემსხვერპლა. თუმცა ერთმა დამ მსუბუქი დაზიანება მიიღო. აგრეთვე, ჩვენი თანაქრისტიანების ორი სახლი სერიოზულად დაზიანდა.

ფილიალმა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი შექმნა, რომელიც პირველადი მოხმარების საგნებით, მათ შორის წყლითა და საკვებით ამარაგებს და-ძმებს. ფილიალის წარმომადგენლები აპირებენ დაზარალებული და-ძმების მონახულებას, რათა ანუგეშონ და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ.

ვლოცულობთ ამ მიწისძვრების შედეგად დაზარალებული და-ძმებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ კვლავაც იზრუნებს მათ საჭიროებებზე (2 კორინთელები 1:3).