არჩეულ მასალაზე გადასვლა

ნატონინში ჩამოწოლილი მეწყერი

2019 წლის 14 აგვისტო
ფილიპინები

ძლიერი წვიმები ფილიპინებზე

ძლიერი წვიმები ფილიპინებზე

2019 წლის აგვისტოს დასაწყისში მუსონურმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა ფილიპინებზე არაერთ ადგილას წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სამწუხაროდ, ერთი ძმა, რომელიც დროებით სპეციალურ პიონერად მსახურობდა, ნატონინში ჩამოწოლილ მეწყერს ემსხვერპლა. იმავე მეწყრის დროს სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა ძმამ, რომელიც დროებითი სპეციალური პიონერია. სხვა ადგილას სტიქიის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ათი წლის ბიჭუნამ, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ჩვენი და-ძმების არც ერთი სახლი სერიოზულად არ დაზიანებულა. თუმცა ნეგროს ოქსიდენტალში ერთი სამეფო დარბაზი მსუბუქად დაზიანდა; ძლიერი ქარის შედეგად ჭერის ნაწილი ჩამოიყარა.

ფილიპინების ფილიალი და ადგილობრივი სარაიონო ზედამხედველი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ანუგეშონ და ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინონ იმ და-ძმებს, რომელთა ოჯახის წევრებიც სტიქიამ იმსხვერპლა ან დააზარალა.

ძალიან დაგვამწუხრა ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ. ვლოცულობთ დაღუპული ძმის ახლობლებზე. მოუთმენლად ველით დროს, როცა აღარც კი გავიხსენებთ ასეთ უბედურებებს (ესაია 65:17).