არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 2 სექტემბერი
რუანდა

იეჰოვას მოწმეებმა პირველად ჩაატარეს რეგიონული კონგრესი რუანდულ ჟესტურ ენაზე

იეჰოვას მოწმეებმა პირველად ჩაატარეს რეგიონული კონგრესი რუანდულ ჟესტურ ენაზე

2019 წლის 16—18 აგვისტოს იეჰოვას მოწმეებმა პირველად ჩაატარეს რეგიონული კონგრესი რუანდულ ჟესტურ ენაზე ქალაქ კიგალიში (რუანდა). დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 620-ს შეადგენდა. მოინათლა 8 ყრუ-მუნჯი და-ძმა.

დამსწრეები სამეფოს სიმღერას ასრულებენ

კვირა დღეს კონგრესს დაესწრო რუანდის ყრუ-მუნჯთა ეროვნული გაერთიანების დირექტორთა საბჭოს წევრი, ჟან დამასერნ ბიზიმანა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ემანუელ ნდაისაბა. გარდა ამისა, ერთ-ერთმა გაზეთმა გააშუქა კვირის პროგრამა, ამავე გაზეთის ვებგვერდზე კი გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც დადებითად შეფასდა ეს ღონისძიება.

და ერთ ყრუ-მუნჯ და უსინათლო ქალს შეხებით ჟესტურ ენაზე უთარგმნის პროგრამას

დამასერნ ბიზიმანმა აღნიშნა: „შესანიშნავი კონგრესი იყო! მადლობა, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ყრუ-მუნჯებს თავი მოუყარეთ. დიდ მადლობას ვუხდი იეჰოვას მოწმეებს, რომ ყრუ-მუნჯებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მისცეს. ურიგო არ იქნება, თუ მთავრობის წარმომადგენლები ამას საკუთარი თვალით იხილავენ და თქვენგან მაგალითს აიღებენ“.

ბოლო ორი წლის მანძილზე რუანდელი ყრუ-მუნჯი და-ძმებისთვის კიდევ ორ მნიშვნელოვან წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. 2017 წლის სექტემბერში რუანდის ფილიალის ზედამხედველობით პირველად ჩატარდა პიონერული მსახურების სკოლა რუანდულ ჟესტურ ენაზე. ერთ წელიწადში კი, 2018 წლის სექტემბერში ფილიალში ოფიციალურად დაიწყო პუბლიკაციების თარგმნა ამ ენაზე.

ჟესტურენოვან კონგრესზე ფილიალის წარმომადგენელმა, ძმა ჟან დამურ ჰაბიარემნიემ აღნიშნა: «ძალიან გვიხარია, რომ რუანდულ ჟესტურენოვან ველზე საქმე წინ მიიწევს, რაზეც ახლახან ჩატარებული რეგიონული კონგრესიც მოწმობს! იეჰოვას მოწმეები მართლაც საქმით ცხადყოფენ, რომ „სიყვარული არასოდეს მთავრდება“, რაც წლევანდელი კონგრესის თემა იყო. ისინი ყველანაირი ადამიანის, მათ შორის ყრუ-მუნჯთა მიმართ ავლენენ გულწრფელ სიყვარულს».

ჟესტურენოვან ველზე ჩვენი საქმიანობის წინსვლა აშკარად იეჰოვას კურთხევებზე მეტყველებს! (ფსალმუნი 67:1).