არჩეულ მასალაზე გადასვლა

აპექსი, პატარა სოფელი იკალუიტში, რომელიც მდებარეობს ბაფინის მიწაზე, ნუნავუტის ადმინისტრაციულ ცენტრში (კანადა)

2020 წლის 17 აპრილი
კანადა

2020 წლის გახსენების საღამო — კანადა

მსოფლიოს უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი

2020 წლის გახსენების საღამო — კანადა

კანადის არქტიკულ არქიპელაგში მდებარე ქალაქ იკალუიტის კრების 27-მა მაუწყებელმა გახსენების საღამოს პროგრამა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მოისმინა. კრებაში და-ძმები 55 ადამიანთან ატარებენ ბიბლიის შესწავლას, რომელთაგან 12-მა მოისმინა გახსენების საღამოს მოხსენება. მათ პროგრამა ძალიან მოეწონათ.

გახსენების საღამოზე დასწრება ბიბლიის შემსწავლელთა უმეტესობისთვის ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელიც კი იყო. ისინი საკმაოდ შორ მანძილზე ცხოვრობენ კრების ტერიტორიიდან, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, კიმირუთიდან გრის-ფიორდამდე — კანადის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილამდე.

„ჩვენი ბიბლიის შემსწავლელები წელს პირველად დაესწრნენ გახსენების საღამოს. გრის-ფიორდში მცხოვრებმა ერთმა ბიბლიის შემსწავლელმა კიდევ 4 ადამიანს მოასმენინა პროგრამა. ასე რომ, კანადის ამ უკიდურესი წერტილიდან გახსენების საღამოს აღსანიშნავად სულ 5 ადამიანი შემოგვიერთდა ვიდეოკონფერენციით“, — აღნიშნა ძმა ისააკ დემეესტერმა, რომელიც უხუცესად მსახურობს იკალუიტის კრებაში.

COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ და სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა იკალუიტის კრების და-ძმებს დაანახვა, რა დადებითი შედეგები მოიტანა იმან, რომ ისინი ადვილად მოერგნენ ახალ სიტუაციას.

და ქეითი ბურეჩაილო ამბობს: „სასიხარულო ცნობა არქტიკის აღმოსავლეთში მცხოვრებ ადამიანებს ტელეფონით ვუქადაგეთ. შესანიშნავი საუბრები მქონდა ამ შორეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან. ხალხი სახლშია და მათ ნუგეში სჭირდებათ“.

„იზოლაცია განსაკუთრებით ჩვენთვის, იკალუიტში მცხოვრებთათვის არის სტრესული, რადგან ფინანსურ პრობლემებთან გვიწევს ჭიდილი და ისიც არ ვიცით, კიდევ რა სირთულეებს შეგვიქმნის პანდემია“, — ამბობს და ლორა მაკგრეგორი, — „ჩვენს ოჯახში პირველად გამოვაცხვეთ გახსენების საღამოსთვის პური. ეს პროცესი მთელი ოჯახისთვის სასიამოვნო იყო. უფრო კარგად დავინახეთ, რამდენად უბრალოა ეს ცერემონია და რომ მისი აღნიშვნა ყველასთვის ადვილია. ეს ღვთის სიკეთეზე მეტყველებს“.

ძმა ისააკი აღნიშნავს: „მართალია, COVID-19-ის ეპიდაფეთქებამ მრავალმხრივ მოგვაქცია იზოლაციაში, მაგრამ გასაოცარი იყო იმის დანახვა, რომ წელს, გახსენების საღამოს პერიოდში, და-ძმები კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. გახსენების საღამომ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაზე!“.

იკალუიტის კრებას ერთი სული აქვს, როდის დაიწყება მათი სამეფო დარბაზის მშენებლობა. ისინი საქმეს მაშინვე შეუდგებიან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. გვჯერა, რომ იეჰოვა აკურთხებს მათ გულმოდგინებას, რომელსაც ისინი კანადის უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონებში სასიხარულო ცნობის ქადაგებას ახმარენ (საქმეები 1:8).