არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 1 დეკემბერი
პაპუა-ახალი გვინეა

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჰირი-მოტუ ენაზე

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჰირი-მოტუ ენაზე

პაპუა-ახალი გვინეის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა კეგავალე ბიიამამ გააკეთა განცხადება ჰირი-მოტუ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემის შესახებ. პროგრამა წინასწარ ჩაიწერა პორტ-მორზბში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალში, ხოლო ჩანაწერი გადაიცა 2020 წლის 28 ნოემბერს. მთლიანობაში, პროგრამას 7 000-ზე მეტმა ადამიანმა უყურა.

პაპუა-ახალი გვინეა ენობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. იქ დაახლოებით 840 ენაზე საუბრობენ. ჰირი-მოტუ ერთ-ერთია ქვეყნის სამი ოფიციალური ენიდან. ამ ენაზე თითქმის 140 000 ადამიანი საუბრობს.

ფილიალის კომიტეტის წევრი, ძმა ჯეკ კუკუნა აღნიშნავს: «ჰირი-მოტუ ენაზე მოსაუბრენი დიდი ხანი ელოდნენ ამ ბიბლიის გამოცემას. გვჯერა, მათ ძალიან მოეწონებათ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რადგან ის მარტივი და ადვილად გასაგებია».

ბიბლიის თარგმანზე ექვსი მთარგმნელი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი ასეთ რამეს ამბობს: «მკითხველები ძალიან გაიხარებენ, როცა ბიბლიაში წიგნ „დაბადებიდან“ „გამოცხადების“ ჩათვლით ღვთის სახელს არაერთხელ შეხვდებიან. ამ ძვირფასი საჩუქრისთვის იეჰოვას ვემადლიერებით».

ვაფასებთ იმ უდიდეს შრომას, რომელიც ბიბლიის ახალი თარგმანის შესრულებას ხმარდება. მისი კითხვის დროს ჩვენც გვეუფლება ისეთი გრძნობები, როგორიც ესაია წინასწარმეტყველს ჰქონდა. მან თქვა: „იეჰოვა, შენ მოგვცემ მშვიდობას, რადგან, ყველაფერი, თუკი რამ გვიკეთებია, შენი წყალობით ვაკეთეთ“ (ესაია 26:12).