არჩეულ მასალაზე გადასვლა

ალექსანდრე და ევგენია ნიკოლაევები

2021 წლის 30 დეკემბერი
რუსეთი

განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | ალექსანდრე ნიკოლაევს იეჰოვასადმი ნდობა მატებს სიმშვიდეს

განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | ალექსანდრე ნიკოლაევს იეჰოვასადმი ნდობა მატებს სიმშვიდეს

2022 წლის 20 ოქტომბერს კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსანდრე ნიკოლაევის საჩივარი. ის კვლავ საპატიმროში რჩება.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 23 დეკემბერი

    აბინსკის რაიონულმა სასამართლომ (კრასნოდარის მხარე) დამნაშავედ ცნო ძმა ალექსანდრე და ორწელიწადნახევრიანი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

  2. 2021 წლის 30 სექტემბერი

    ალექსანდრე დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩასვეს.

  3. 2021 წლის 4 აგვისტო

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  4. 2021 წლის 26 მაისი

    ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ბიბლიურ თემებზე საუბრები გამოძიებამ შეაფასა როგორც „კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ და ბრალი წაუყენა ალექსანდრეს.

  5. 2021 წლის 7 აპრილი

    დილის 6 საათზე ფე-ეს-ბესა და „ომონის“ თანამშრომლებმა ჩხრეკა მოაწყეს ნიკოლაევების ბინაში. ალექსანდრე განყოფილებაში წაიყვანეს დასაკითხად, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.

  6. 2021 წლის 31 მარტი

    ალექსანდრეს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა აკურთხებს ალექსანდრეს და რუსეთსა და ყირიმში მცხოვრებ ყველა ჩვენს და-ძმას, რომლებიც ბოლომდე ენდობიან მას (იერემია 17:7).