არჩეულ მასალაზე გადასვლა

გალინა აბროსიმოვა

2022 წლის 10 მაისი
რუსეთი

განახლებული ინფორმაცია | გალინა აბროსიმოვა შიშს გასაქანს არ აძლევს

განახლებული ინფორმაცია | გალინა აბროსიმოვა შიშს გასაქანს არ აძლევს

2022 წლის 11 აგვისტოს ნიჟნი-ნოვგოროდის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გალინა აბროსიმოვას საჩივარი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ამა წლის 6 მაისს სოვეტსკის რაიონულმა სასამართლომ (ნიჟნი-ნოვგოროდი) დამნაშავედ ცნო გალინა და ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 4 ივნისი

    ნიჟნი-ნოვგოროდში გამომძიებლებმა რამდენიმე იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღძრეს საქმე. მათ ბრალად დასდეს აკრძალული რელიგიური ორგანიზაციის შეხვედრების ჩატარება, შესაწირავების აგროვება და პროზელიტიზმი.

  2. 2019 წლის 17 ივლისი

    სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეთა 35 სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. გალინა დააკავეს და ორი დღით განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 19 ოქტომბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებული ვართ, იეჰოვა გაბედულებას შემატებს ჩვენს და-ძმებს რუსეთში, რომლებიც „გამგებელთა და მეფეთა წინაშე“ ქადაგებენ (მარკოზი 13:9).