არჩეულ მასალაზე გადასვლა

საკონგრესო დარბაზში მოწყობილი თავშესაფარი (ტიაჩევი, უკრაინა)

2022 წლის 8 მარტი
უკრაინა

განახლებული ინფორმაცია №1 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

განახლებული ინფორმაცია №1 | უკრაინელი და-ძმები დიდი სიყვარულის მოწმენი ხდებიან

და-ძმებს მარიუპოლში, ხარკოვში, გოსტომელსა და სხვა ტერიტორიებზე, სადაც ინტენსიურად გრძელდება დაბომბვა, მძიმე დრო უდგათ. ზოგიერთი უკვე კვირაზე მეტია, რაც სარდაფებსა და ბომბსაფარებშია. მათ საკვები მარაგი ელევათ, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ და მობილური და ინტერნეტკავშირიც თითქმის გაწყვეტილია, რის გამოც უჭირთ და-ძმებთან დაკავშირება.

სამწუხაროდ, დაიღუპა მირნოგრადში მცხოვრები ერთი ჩვენი 28 წლის ძმა, დმიტრო როზდორსკი, რომელიც უხუცესად მსახურობდა. ის ნაღმზე აფეთქდა. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა, და ყველა ჩვენი თანაქრისტიანისთვის, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან (2 თესალონიკელები 3:1).

დაბომბვის შედეგად დაზიანებული დარბაზი (ოვრუჩი, უკრაინა)

ქვემოთ მოყვანილია ამა წლის 7 მარტის მონაცემები.

დაზარალებული და-ძმები

  • დაიღუპა 2 მაუწყებელი.

  • დაშავდა 8 და-ძმა.

  • 20 617 მაუწყებელს მოუწია ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გაქცევა.

  • მთლიანად დაინგრა 25 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 29 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 173 სახლი.

  • დაზიანდა 5 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უკრაინის მასშტაბით 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ზრუნავს და-ძმებზე.

  • კომიტეტები 6 548 მაუწყებელს დაეხმარნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.

  • ქვეყნის დატოვება მოუწია 7 008 მაუწყებელს, რომელთაც ჩვენმა და-ძმებმა აღმოუჩინეს დახმარება.

  • ჩერნოვციში, ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვსა და იმიერკარპატების ოლქში 30 დარბაზი და 1 საკონგრესო დარბაზი ლტოლვილების მისაღებად მოეწყო.