არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანტონ ვირიჩი

7 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ანტონ ვირიჩს 6 წლით და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა

ანტონ ვირიჩს 6 წლით და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა

2024 წლის 25 აპრილს პოჟარსკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავედ ცნო ანტონ ვირიჩი და მას 6 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის 2023 წლის 11 ივლისიდან იმყოფება პატიმრობაში.

ზოგადი ინფორმაცია

გვახარებს იმის ცოდნა, რომ განსაცდელების ატანით იეჰოვას სიყვარულს ვუმტკიცებთ (იაკობი 1:12).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 11 თებერვალი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  2. 2021 წლის 9 ნოემბერი

    ანტონს, ისე რომ მისი ინფორმირება არ მომხდარა, ბრალი წაუყენეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  3. 2023 წლის 11 ივლისი

    ქალაქ უჟურში მანქანით მგზავრობისას ანტონი პოლიციამ გააჩერა; ის გადაადგილების შეზღუდვის დაუმორჩილებლობის გამო დააპატიმრეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  4. 2023 წლის 15 ივლისი

    ანტონი თვითმფრინავით, დაახლოებით 4 700 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ლუჩეგორსკში წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  5. 2023 წლის 7 ნოემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  6. 2024 წლის 25 აპრილი

    ანტონი დამნაშავედ ცნეს და 6 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.