27 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ბრიტანეთის ფილიალის მიძღვნა
2024 წლის 18 მაისს ჩელმსფორდში ფილიალის კომპლექსის მიძღვნის ღონისძიება გაიმართა. Მიძღვნის მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, კენეთ კუკმა წარმოთქვა. ამ პროგრამას ფილიალის ტერიტორიაზე ოთხ სხვადასხვა დარბაზში 1 518 ადამიანი ესწრებოდა. იქ იმყოფებოდა ხელმძღვანელი საბჭოს რამდენიმე წევრიც კომიტეტების დამხმარეებთან ერთად. აგრეთვე შეხვედრას, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, 10 085 და-ძმა ესწრებოდა. ისინი პროგრამას უსმენდნენ გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში არსებული საკონგრესო დარბაზებიდან და ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრებიდან. დამსწრეთა შორის იყო 3 000-ზე მეტი მოხალისე, რომლებიც ამ პროექტში იღებდნენ მონაწილეობას. მთლიანობაში კი მშენებლობის პროცესში ჩაბმული იყო დაახლოებით 11 000 და-ძმა.
მომდევნო დღეს სპეციალურ სულიერ პროგრამას 172 834 ადამიანი დაესწრო. პროგრამა ფილიალის ტერიტორიაზე არსებულ 1 821 კრებაში გადაიცა.
მიძღვნამდე ფილიალის ტერიტორიაზე მთელი კვირის განმავლობაში ექსკურსიები იმართებოდა. ვიზიტორები ეცნობოდნენ იმ საქმიანობას, რომელიც ბეთელში სრულდება სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად. რეგიონული ვიდეო გადამღები ჯგუფი დამთვალიერებელს აჩვენებდა, თუ როგორ მიმდინარეობს ფილმებისა და ვიდეოების გადაღების პროცესი.
მრავალ და-ძმას შესაძლებლობა მიეცა მოენახულებინა ისტორიული ადგილები ლონდონსა და კენტის საგრაფოში და მეტი გაეგო იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ბიბლია ინგლისში.
Ბრიტანეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა რიჩარდ კუკმა განვლილი კვირა ასე შეაფასა: „გასაოცარი იყო იმის ხილვა, თუ რამდენი და-ძმა ჩამოვიდა მთელი მსოფლიოდან ამ ღონისძიებაზე. ღონისძიების სამზადისში არაერთ დაბრკოლებას შევხვდით, მაგრამ იეჰოვას დახმარებით ყველა გადავლახეთ. გვახარებს, რომ მიძღვნის ამ პროგრამით ღვთის სახელს საკადრისი პატივი მივაგეთ“.
ბრიტანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ და-ძმებთან ერთად Ჩვენც დიდად ვხარობთ, რომ იეჰოვას კიდევ ერთი ულამაზესი კომპლექსი მივუძღვენით (ნეემია 12:43).