არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვებგვერდი JW.ORG

მოიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე

მოიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე

თუ უცხო ენას სწავლობთ ან გსურთ, სხვა ენაზე მოსაუბრეს ჩვენი ვებგვერდიდან jw.org ინფორმაცია გაუზიაროთ, სასურველ ენაზე მასალის მოსაძებნად ქვემოთ მოყვანილი სამი მეთოდიდან ერთ-ერთი გამოიყენეთ:

 შეცვალეთ ვებგვერდის ენა

გახსენით ენების ჩამონათვალი, სადაც მოცემულია ხელმისაწვდომი ენების სრული სია.

თითოეულ ენასთან მითითებულია ამ სამი ნიშნიდან ერთ-ერთი:

  • ვებგვერდი ან მისი გარკვეული ნაწილი ნათარგმნია ამ ენაზე. აირჩიეთ სასურველი ენა, რათა ამ ენაზე არსებულ ვებგვერდზე გადახვიდეთ.

  • ამ ენაზე ვებგვერდი ჯერ არ არის ნათარგმნი, მაგრამ პუბლიკაციების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ. აირჩიეთ სასურველი ენა, რათა ნახოთ ხელმისაწვდომი პუბლიკაციების ჩამონათვალი.

  • ეს ჟესტური ენის აღმნიშვნელი ნიშანია.

    თუ jw.org-ის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომია თქვენთვის სასურველ ჟესტურ ენაზე, მაშინ ვებ-გვერდს პირდაპირ ამ ენაზე გაგიხსნით.

    თუ jw.org ჯერ არ არის ხელმისაწვდომი თქვენთვის სასურველ ჟესტურ ენაზე, მაშინ ეკრანზე გამოჩნდება ამ ჟესტურ ენაზე ხელმისაწვდომი პუბლიკაციების სია.

სიაში ასობით ენაა, ამიტომ სასურველი ენა მარტივად რომ იპოვოთ, ისარგებლეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფუნქციით:

  • შეარჩიეთ სასურველი ენა: ის ოთხი ენა, რომელზეც ვებგვერდს ყველაზე ხშირად ხსნით, სიის თავშია მოცემული.

  • ჩაწერეთ სასურველი ენა: დაწერეთ სასურველი ენის პირველი რამდენიმე ასო ან თქვენს ენაზე, ან სასურველ ენაზე. მაგალითად, თუ თქვენი ვებგვერდი ინგლისურ ენაზეა და გინდათ, გერმანულზე გადაიყვანოთ, შეგიძლიათ ჩაბეჭდოთ „German“ ან „Deutsch“. ყოველი შემდეგი ასოს ჩაბეჭდვასთან ერთად ენების სია უფრო და უფრო მცირდება.

 შეცვალეთ გახსნილ გვერდზე მოცემული ინფორმაციის ენა

მეთოდი 1: ეს მეთოდი იმ გვერდებზე გამოიყენეთ, რომელთაც აქვთ ენის ასარჩევი ჩამოშლადი მენიუ.

თავდაპირველად გახსენით სტატია, რომლის წაკითხვა ან სხვისთვის გაგზავნა გინდათ. შემდეგ ენების ასარჩევი ჩამოშლადი მენიუდან შეარჩიეთ სასურველი ენა (თუ თქვენთვის სასურველი ენა არ არის ჩამონათვალში მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ამ ენაზე ჯერ არ გამოქვეყნებულა).

მითითება: ენების ასარჩევ ჩამოშლად მენიუში ენის მარცხნივ მითითებული ყურსასმენის ნიშანი იმას ნიშნავს, რომ ამ ენაზე სასურველი ინფორმაციის აუდიოჩანაწერიც არის ხელმისაწვდომი.

როდესაც სასურველი ინფორმაციის ენას ენების ასარჩევ ჩამოშლად მენიუში ცვლით, ვებგვერდის ენა იგივე რჩება და მხოლოდ გახსნილ გვერდზე მოწოდებული ინფორმაციის ენა იცვლება.

მეთოდი 2: თუ იმ სტატიასთან, რომელსაც კითხულობთ, არ არის ენების ასარჩევი ჩამოშლადი მენიუ, სასურველ ენაზე ამ სტატიის მოსაძებნად ვებგვერდს შეუცვალეთ ენა. თუ ეს სტატია ამ ენაზე ხელმისაწვდომია, მაშინ ის პირდაპირ ეკრანზე გამოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვებგვერდი ავტომატურად საწყის გვერდზე დაგაბრუნებთ და იმ ენაზე გაგიხსნით, რა ენაც აირჩიეთ.

 მოძებნეთ პუბლიკაცია სხვა ენაზე

ამისთვის იხილეთ პუბლიკაციები > ახლახან ატვირთული მასალა. შეარჩიეთ ენა ჩამოშლადი მენიუდან და დააჭირეთ ძიების ღილაკს.

სასურველი ენის მარტივად მოსაძებნად ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენეთ:

  • შეარჩიეთ სასურველი ენა: ის ოთხი ენა, რომელზეც ვებგვერდს ყველაზე ხშირად ხსნით, სიის თავშია მოცემული.

  • ჩაწერეთ სასურველი ენა: დაწერეთ სასურველი ენის პირველი რამდენიმე ასო ან თქვენს ენაზე, ან სასურველ ენაზე. მაგალითად, თუ თქვენი ვებგვერდი ინგლისურ ენაზეა და გინდათ, პუბლიკაციები გერმანულ ენაზე მოძებნოთ, შეგიძლიათ ჩაბეჭდოთ „German“ ან „Deutsch“. ყოველი შემდეგი ასოს ჩაბეჭდვასთან ერთად ენების სია უფრო და უფრო მცირდება.

თუ ამ ენაზე ბევრი პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი, „ახლახან ატვირთული მასალის“ გვერდზე მხოლოდ ზოგიერთი მათგანი გამოჩნდება. ამ ენაზე სხვა პუბლიკაციების მოსაძებნად იხილეთ პუბლიკაციების ერთ-ერთი გვერდი (მაგალითად, „წიგნები და ბროშურები“ ან „ჟურნალები“), რათა სასურველ ენაზე ხელმისაწვდომი ამ კატეგორიის პუბლიკაციების ჩამონათვალი იხილოთ.

თუ თქვენთვის სასურველ ენაზე ამ კატეგორიის არც ერთი პუბლიკაცია არ არის ხელმისაწვდომი, ვებ-გვერდზე გამოჩნდება ბმული, რომლითაც ამ ენაზე გამოცემულ პუბლიკაციებს გახსნით.