ᲡᲐᲒᲣᲨᲐᲒᲝ ᲙᲝᲨᲙᲘ (ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲔᲛᲐ) მაისი 2018

ამ ნომერშია სასწავლო სტატიები 2018 წლის 9 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით.

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

სიღარიბიდან სულიერ სიმდიდრემდე

სამუელ ჰერდი მატერიალურად ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ მოგვიანებით ის სულიერად იმაზე მეტად გამდიდრდა, ვიდრე წარმოიდგენდა.

მშვიდობა — როგორ მივაღწიოთ მას?

ვინაიდან მშფოთვარე ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, მშვიდობის მისაღწევად დიდი შრომა გვჭირდება. ღვთის სიტყვას შეუძლია ჩვენი დახმარება.

იეჰოვას უყვარს ისინი, ვისაც „მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“

ისეთ ტერიტორიაზე ქადაგების დროს, სადაც ხალხი არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას, შეიძლება დაგვეუფლოს იმედგაცრუება. ამის მიუხედავად, თითოეულს შეგვიძლია წარმატებული მქადაგებლები ვიყოთ.

რატომ გამოგვაქვს „ბევრი ნაყოფი“

აუცილებელია, ყოველთვის გვახსოვდეს, რატომ ვქადაგებთ.

იცნობდე შენს მტერს!

ჩვენთვის უცნობი არ არის სატანის ზრახვები და ის, რომ მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ახალგაზრდებო — მტკიცედ დაუდექით ეშმაკს!

ყველა ქრისტიანი სულიერ ბრძოლაშია ჩაბმული. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ახალგაზრდები ჩანან დაუცველები, მაგრამ ისინი საბრძოლველად არიან შემოსილნი.

უხვი მოსავალი!

უკრაინის ერთ მხარეში მოსახლეობის მეოთხედი იეჰოვას მოწმეა!