არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეს დრო ნანატრი

ეს დრო ნანატრი

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. მგალობელი ჩიტი გალობს,

    ცაში ღრუბლებს შეჰყურებ,

    მოწმენდილი ლურჯი ციდან

    დაგნათის ცხრათვალა თბილი მზე.

    მეგობრებს ეგებები

    და თვალებს ვერ უჯერებ,

    სამოთხეში ხარ უკვე,

    დადგა ეს დრო ნანატრი.

  2. 2. დაბლა, მდელოზე დგას სახლი,

    სახლი არის გორაზეც.

    მდინარესთან ისმის მღერა,

    წყალი ასხამს შხეფებს წისქვილზე.

    ოქროსფერ ყანებს მალე

    ხანა დაუდგებათ მკის.

    ჩვენ აქ ვტკბებით სიცოცხლით.

    დადგა ეს დრო ნანატრი.

    (ხიდი)

    რა კარგია მეგობრებთან

    ერთად ყოფნა და სიცილი.

    ყოველ თვალს ცრემლი შეაშრა,

    ჩაჰბარდა წარსულს ტკივილი.

  3. 3. გესმის ბედნიერი ხმები,

    ახალგაზრდობით ტკბები,

    შეიგრძნობ ბალახის სურნელს,

    ახალ დღეს, ლამაზს ეგებები.

    ვმადლობთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას,

    მისი სიყვარულისთვის.

    ვხარობთ ღვთის კურთხევებით.

    დადგა ეს დრო ნანატრი.

    (ხიდი)

    და ყოველდღე ღიმილით მე

    გეუბნები: „შენ მახარებ!

    ერთ დროს მე ოცნებად მქონდა,

    გულში შენი ჩახუტება“.

  4. 4. ამ დღის მოლოდინი

    ძალებს მმატებს, მამაგრებს.

    იეჰოვას დანაპირებს

    მე ჩემს გულში მუდამ ვატარებ.

    და ღვთის აღთქმა უტყუარი

    სულ მალე შესრულდება,

    ეს დრო მალე დადგება,

    დრო ძვირფასი და ნანატრი.