არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილი სიყვარული

ნამდვილი სიყვარული

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. არსებობს ძღვენი მაღალი ღვთის,

    ეს არის ძღვენი სიყვარულის.

    როცა ორი გული ერთხმად ძგერს,

    ათვლას დრო საოცარი იწყებს.

    (მისამღერი)

    ჩვენს სიყვარულს გულწრფელს მარად განამტკიცებს

    ძაფი სამმაგი.

    ის გვავსებს.

    იეჰოვასთან ერთად ვართ ჩვენ შეკრულნი.

    და შენ გვერდით ვარ ბედნიერი,

    ვარ ბედნიერი,

    ბედნიერი.

  2. 2. განსაცდელს დავძლევთ,

    სიყვარულს დავიცავთ ყოველდღე.

    გრძნობას ჩვენსას ვერავინ წაგვართმევს,

    გრძნობას გულწრფელს დრო ვერ გაახუნებს,

    გრძნობას ამ გულწრფელს.

    (მისამღერი)

    ჩვენს სიყვარულს გულწრფელს მარად განამტკიცებს

    ძაფი სამმაგი.

    ის გვავსებს.

    იეჰოვასთან ერთად ვართ ჩვენ შეკრულნი.

    და შენ გვერდით ვარ ბედნიერი,

    ვარ ბედნიერი,

    ბედნიერი.

    (ხიდი)

    გრძნობას ვერვინ ჩააქრობს.

    ეს ძღვენი ხომ ღვთისგან მომდინარეობს.

    ეს სპეტაკი გრძნობა, მარად ურყევი,

    გვაერთიანებს და ვართ ჩვენ „ხორცი“ ერთი.

    გამორჩეული ხარ და ხარ მშვენიერი,

    მთელი ცხოვრება მეყვარები.

  3. 3. მე მინდა, რომ შენ იცოდე,

    შენ დაამშვენე ჩემი სიცოცხლე.

    მე ვლოცავ დღეს, როცა გაგიცანი,

    დღეს, როცა ჩემი ცოლი გახდი.

    ვლოცავ მე.

    (მისამღერი)

    ჩვენს სიყვარულს გულწრფელს მარად განამტკიცებს

    ძაფი სამმაგი.

    ის გვავსებს.

    იეჰოვასთან ერთად ვართ ჩვენ შეკრულნი.

    და შენ გვერდით ვარ ბედნიერი,

    ვარ ბედნიერი,

    ბედნიერი.

    და შენ გვერდით ვარ ბედნიერი,

    ვარ ბედნიერი.