2020 წლის 10 იანვარი
ავსტრალია
ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს
ავსტრალიაში კიდევ უფრო ძლიერდება ხანძარი, რომელიც უპრეცედენტოდ მშრალ და ცხელ სეზონს მოჰყვა. 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული არაერთმა მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა ავსტრალიის ყველა შტატი. სანაპირო და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსში, ხანძარი ყველაზე ინტენსიურია.
მონაცემების თანახმად, არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა და არც დაშავებულა, თუმცა მათ საკუთრებაში მყოფ არაერთ შენობა-ნაგებობას მიადგა ზიანი, 9 სახლი კი მთლიანად განადგურდა. დღეისათვის 700 და-ძმაზე მეტია ევაკუირებული. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეთა ბევრმა ოჯახმა თავად დატოვა სტიქიის ზონა ძლიერი დაკვამლიანების გამო, რომლის დონეც ჯანდაცვის ორგანიზაციებმა სიცოცხლისთვის სახიფათოდ შეაფასეს. ევაკუირებულთა უმეტესობა ნათესავებთან, მეგობრებთან ან მეზობელი კრებების წევრებთანაა დაბინავებული ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ხანძრიდან მოშორებითაა.
ავსტრალიის ფილიალმა, მაუწყებლებისთვის სათანადო სულიერი და მატერიალური დახმარების გასაწევად, სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების ორი კომიტეტი ჩამოაყალიბა. ორი სარაიონო ზედამხედველი და ფილიალის კომიტეტის წევრები ინახულებენ და ამხნევებენ დაზარალებულ და-ძმებს. მართალია, ხანძრის შედეგად და-ძმები ფიზიკურად და ემოციურად ძალაგამოცლილნი არიან, თუმცა ისინი გულწრფელ მადლიერებას გამოხატავენ მათ მიმართ გამოვლენილი ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულისთვის (1 პეტრე 2:17).