არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 29 ნოემბერი
ავსტრალია

ავსტრალია, მელბურნი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

ავსტრალია, მელბურნი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

ავსტრალია, მელბურნი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

თარიღი: 22—24 ნოემბერი, 2019

ადგილი: მარველის სტადიონი, მელბურნი

ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ავსტრალიური ჟესტური, ესპანური, ვიეტნამური, ინგლისური, კორეული, ტაგალოგი, ჩინური კანტონური, ჩინური მანდარინული

დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 46 582

მონათლულთა რაოდენობა: 407

სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 6 083

მიწვეული ფილიალები: არგენტინა, იაპონია, ინდოეთი, იტალია, კანადა, კორეა, სამხრეთი აფრიკა, სოლომონის კუნძულები, ტაივანი, შეერთებული შტატები, ჰონგ-კონგი

ადგილობრივი შემთხვევა: ბალარატის ველური პარკის დირექტორმა აღნიშნა: „გულწრფელად ვამბობ, რომ ამ 15 წლის განმავლობაში, რაც ბალარატის ველურ პარკში ვმუშაობ, თქვენნაირ სასიამოვნო და მოწესრიგებულ ხალხთან არასოდეს მითანამშრომლია. უღრმეს მადლობას ვუხდი თქვენს ყველა შესანიშნავ გიდს“.

იმ სასტუმროს მენეჯერმა, რომელშიც 340 დელეგატი იყო დაბინავებული, აღნიშნა: „პრობლემების გადასაჭრელად ყველა მოწმე ერთმანეთთან თანამშრომლობდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ ერთი უზარმაზარი ოჯახი ხართ, სადაც ყველას შესანიშნავად ესმის ერთმანეთის. ერთი სიამოვნება იყო თითოეულ თქვენგანთან ურთიერთობა. 11 წელია, რაც ტურიზმის ინდუსტრიაში ვმოღვაწეობ და ასეთი გუნდი ჯერ არ მინახავს“. ამ ყველაფრის შემხედვარე, მენეჯერი შაბათ დღეს კონგრესს დაესწრო.

და-ძმები ეგებებიან დელეგატებს ღია კარის დღეზე, რომელიც ჩატარდა დენჰემ ქორტში, სიდნეის გარეუბანში მდებარე ფილიალში.

და-ძმები მიემართებიან საკონგრესო ტერიტორიისკენ.

დელეგატები მღერიან იეჰოვას განმადიდებელ სიმღერებს.

მონათვლის შემდეგ გოგონა ეხუტება დედას.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა დეივიდ სპლეინი, პარასკევის პროგრამის ბოლო თემას კითხულობს.

სტუმრად ჩასული სპეციალური სრული დროით მსახურები ესალმებიან აუდიტორიას.

დელეგატები იღებენ სურათს.

დები საღამოს ღონისძიებაზე სტუმრებისთვის ცეკვას ასრულებენ.