არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 6 აპრილი
ავსტრალია

ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა „დებიმ“ გადაუარა

ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა „დებიმ“ გადაუარა

2017 წლის 28 მარტს, სამშაბათს, ჩრდილოეთ კუინზლენდის სანაპიროსა და ახლომდებარე კუნძულებს მე-4 კატეგორიის ტროპიკული ციკლონი „დები“ დაატყდა. ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე საათში 260 კმ-ს აღწევდა, ხეები მოგლიჯა, შენობები დააზიანა და რამდენიმე ქალაქის სანაპირო ზოლზე ნავები გამორიყა და დაამსხვრია. ქარიშხალმა „დებიმ“ სამხრეთ კუინზლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში დიდი წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ბოლო ინფორმაციით არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა. ქარიშხალმა ბევრი მოწმის სახლი დააზიანა, ერთ-ერთის კი მიწასთან გაასწორა. დაზიანდა იეჰოვას მოწმეების 2 სამეფო დარბაზი (თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობა).

ავსტრალიაში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების 2 კომიტეტი, რათა საჭირო დახმარება აღმოეჩინა დაზარალებულთათვის — მოემარაგებინა საკვებითა და წყლით. მათ სტიქიის ზონაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილებს გენერატორები ჩაუტანეს. ადგილობრივი იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაზარალებულ თანამორწმუნეებს სულიერი და ემოციური დახმარება აღმოუჩინონ.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან კოორდინირებას უწევს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ავსტრალია: როდნი სპინკსი, ტელ. +61-2-9829-5600