2019 წლის 15 თებერვალი
ავსტრალია
წყალდიდობის შედეგად ავსტრალიის ქალაქი კუინზლენდი დაიტბორა
გადაუღებელმა წვიმებმა ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის დატბორვა გამოიწვია. წყალდიდობის გამო ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებლის ევაკუირება გახდა საჭირო; მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობები და შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ავსტრალიის ფილიალის მონაცემებით, სტიქიის გამო საჭირო გახდა 58 მაუწყებლის გადაყვანა ნათესავებთან და თანაქრისტიანებთან. ეს მაუწყებლები სამი სხვადასხვა კრების წევრები არიან. საერთო ჯამში, დაიტბორა ჩვენი და-ძმების ათი სახლი, რომელთაგანაც ორი საერთოდ დაინგრა.
ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი; ადგილობრივი სარაიონო ზედამხედველი და უხუცესები ატარებენ სამწყემსო მონახულებებს სტიქიით დაზარალებულ მაუწყებლებთან. ვლოცულობთ, რომ ამ მოსიყვარულე მწყემსებმა შეძლონ მათზე სათანადოდ ზრუნვა და მათი ნუგეშისცემა, რათა ჩვენს და-ძმებს გაუადვილდეთ ამ განსაცდელის გადატანა (1 პეტრე 5:2).