არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 19 მაისი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს და ორ იეჰოვას მოწმეს გაუხანგრძლივეს წინასწარი პატიმრობის ვადა

აზერბაიჯანში უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს და ორ იეჰოვას მოწმეს გაუხანგრძლივეს წინასწარი პატიმრობის ვადა

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ ორ იეჰოვას მოწმეს, ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას, წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. 2015 წლის 17 თებერვალს უშიშროების სამინისტორომ ეს ორი მოწმე იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი „შესაბამისი ნებართვის გარეშე“ ავრეცელებდნენ ბიბლიურ ლიტერატურას, რის შემდეგაც ისინი დააპატიმრეს. 2015 წლის 7 მაისს საბაილის რაიონულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა უშიშროების სამინისტროს და ამ ორ მოწმეს 17 ივლისამდე გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა. სასამართლომ უარი განაცხადა, რომ წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეიცვალოს. დაპატიმრებული მოწმეების ადვოკატებმა გაასაჩივრეს ეს უსამართლო გადაწყვეტილება; საჩივარში ისინი შეშფოთებას გამოთქვამდნენ ამ ქალების ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის გამო. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აგრძელებენ სხვა მოწმეების დაკითხვას.