2018 წლის 22 ნოემბერი
აზერბაიჯანი
ბაქოში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია რელიგიურ გაერთიანებად ცნეს
2018 წლის 8 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტმა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია რელიგიურ გაერთიანებად ცნო. ჩვენი და-ძმები ხარობენ იმით, რომ ახლა უკვე კანონიერი საფუძველი გააჩნიათ თაყვანისცემისა და ქადაგებისთვის ამ ქალაქში.
ვიმედოვნებთ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება ხელს შეუწყობს იმავე პროცესების წარმართვას აზერბაიჯანის სხვა ქალაქებშიც და იქაც მოიპოვებენ ჩვენი თანაქრისტიანები რეგისტრაციას. მადლობას ვწირავთ იეჰოვას, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ აზერბაიჯანის მთავრობის კეთილგანწყობილმა წარმომადგენლებმა ბაქოში ჩვენი საქმიანობა კანონიერად აღიარეს (ფილიპელები 1:7).