არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 10 თებერვალი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა უდანაშაულოდ ცნო

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა უდანაშაულოდ ცნო

2017 წლის 8 თებერვალს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა, რომლებსაც ბრალად ედებოდათ შესაბამისი ნებართვის გარეშე რელიგიური ლიტერატურის გავრცელება. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ჰაფიზ ნასიბოვმა განაცხადა, რომ ამ ორ იეჰოვას მოწმე ქალბატონს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლო პროცესზე ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ უხეშად დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები — უკანონოდ და არაადამიანურად მოეპყრო ამ ქალბატონებს. სასამართლომ ირინასა და ვალიდას ნება დართო, მოეყოლათ რის ატანა მოუწიათ 11-თვიანი წინასწარი პატიმრობის განმავლობაში და რა გავლენა იქონია ამან მათზე.

საერთაშორისო სამართლის იურისტი ჯეისონ უაიზი აღნიშნავს: „მოხარული ვართ, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას მოუხსნა ბრალდებები. აზერბაიჯანში ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა იეჰოვას მოწმეების საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ვიმედოვნებთ, რომ ბაქოში საბაილის რაიონული სასამართლოც მხარს დაუჭერს ამ ორი ქალბატონის უფლებას სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღებაზე“.