არჩეულ მასალაზე გადასვლა

წლის აპრილი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში პოლიციამ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად გამართული შეხვედრა დაარბია

აზერბაიჯანში პოლიციამ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად გამართული შეხვედრა დაარბია

2016 წლის 23 მარტს კახის რაიონში პოლიციის თანამშრომლებმა ჩაშალეს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად გამართული შეხვედრა. იეჰოვას მოწმეები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევენ და ყოველ წელს აღნიშნავენ. შეხვედრა კერძო სახლში ტარდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მოწმეებს აჩვენეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ მათ ჩხრეკის ნებართვა სასამართლოსგან ჰქონდათ მიღებული. პოლიციამ მოწმეებს რელიგიური ლიტერატურის პირადი ეგზემპლარები და ბიბლიები ჩამოართვა და ყველა დამსწრე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა. ისინი დაკითხეს და უბრძანეს, ჩვენებები დაეწერათ. პოლიციამ ექვს მამაკაცზე პროტოკოლი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დაადანაშაულონ. ამის შემდეგ პოლიციამ ყველა იეჰოვას მოწმე გაათავისუფლა.