არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 10 დეკემბერი
ალბანეთი

ძლიერი მიწისძვრა ალბანეთში

ძლიერი მიწისძვრა ალბანეთში

ძლიერი მიწისძვრა ალბანეთში

არცერთი ჩვენი თანამორწმუნე არ დაღუპულა და არ მიუღია სხეულის დაზიანება ალბანეთში მომხდარი 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის მსგავსიც ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ახსოვს ამ ქვეყანას. თუმცა საგრძნობლად დაზიანდა ჩვენი და-ძმების 35 სახლი და 3 შენობა, რომლებსაც სამეფო დარბაზებად იყენებდნენ.

აღნიშნული მიწისძვრა ალბანეთს 2019 წლის 26 ნოემბერს დაატყდა თავს. სტიქიას ემსხვერპლა 51 ადამიანი და 3 000-ზე მეტმა მიიღო სხეულის სხვადასხვა დაზიანება; ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. უსახლკაროდ დარჩენილი და-ძმები შეიფარეს ნათესავებმა და თანაქრისტიანებმა სხვა კრებებიდან. ის კრებები, რომელთა სამეფო დარბაზებიც დაზიანდა, შეხვედრებს სხვა სამეფო დარბაზებში ატარებენ.

ერთი უხუცესი აღნიშნავს, როგორ გამოადგა მის ოჯახს წინასწარ მომზადება სტიქიური უბედურებებისთვის. ის ამბობს: „როგორც კი მიწისძვრა მოხდა, მაშინვე ვსტაცეთ ხელი ეგრეთ წოდებულ გასაქცევ ჩანთებს და სახლიდან გავვარდით. ძალიან გამოგვადგა ჩანთაში შენახული ნივთები: პლედები, წამლები, წყალი და საკვები. უზომოდ ვემადლიერებით იეჰოვას და ხელმძღვანელ საბჭოს, ასე სიყვარულით რომ ზრუნავენ ჩვენზე“.

სარაიონო ზედამხედველები დაუყოვნებლივ გაემართნენ სტიქიის ზონაში. მათ მოინახულეს და გაამხნევეს დაზარალებული და-ძმები. ერთ სარაიონო ზედამხედველს და მის მეუღლეს მოუწიათ საცხოვრებლის შეცვლა, რადგან მათი ბინა საგრძნობლად დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც რთულ მდგომარეობაში იყვნენ, ეს სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე დაუღალავად ამხნევებდნენ სხვებს.

ფილიალის კომიტეტის წევრებიც ჩავიდნენ სტიქიის ადგილას. სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ყველაფერს აკეთებს თანამორწმუნეების დასახმარებლად.

ვლოცულობთ, რომ ალბანეთში მცხოვრებმა ჩვენმა და-ძმებმა მოთმინება შეინარჩუნონ. ველით იმ დროს, როცა სტიქიური უბედურებები აღარასოდეს მოხდება (რომაელები 8:25).