2021 წლის 20 იანვარი
ანგოლა
ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა მბუნდუ ენაზე
2021 წლის 16 იანვარს გამოცხადდა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია მბუნდუ ენაზე. წინასწარ ჩაწერილი პროგრამა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა ანგოლაში მდებარე ყველა მბუნდუენოვან კრებაში. ბიბლიის გამოცემის შესახებ განცხადება გააკეთე ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჟენესიო ვერდიანომ.
ანგოლაში ყველაზე მეტი, დაახლოებით 7 მილიონი, ადამიანი საუბრობს მბუნდუ ენაზე. ქვეყანაში 6 500-ზე მეტი მბუნდუ ენაზე მოლაპარაკე მაუწყებელია.
თარგმანზე სამ-სამი კაცისგან შემდგარი ორი ჯგუფი მუშაობდა ხუთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ახალი ბიბლიის დახმარებით ადვილია კითხვის დროს ბიბლიური სცენების გონებაში გაცოცხლება, რადგან თარგმანი გასაგები ენითაა შესრულებული. მისი მეშვეობით აგრეთვე უფრო გაგვიადვილდება ღვთის სიტყვის სხვებისთვის სწავლება“.
ფილიალის ერთმა წევრმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „რა საკვირველია, მკითხველისთვის გაცილებით მარტივია, ჩასწვდეს ჭეშმარიტებას, როცა ის ბიბლიას მშობლიურ ენაზე კითხულობს. ჩვენ დიდი სიხარულით დავაკვირდებით, როგორ ეტყვის იეჰოვა სათქმელს თავისი სიტყვის მეშვეობით ნდუმბუ ენაზე მოლაპარაკე უფრო და უფრო მეტ ადამიანს“ (2 თესალონიკელები 3:1).