არჩეულ მასალაზე გადასვლა

4 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ანგოლა

გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნიანეკა ენაზე

გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნიანეკა ენაზე

2023 წლის 28 ივლისს ლუბანგოში (უილის პროვინცია, სამხრეთი ანგოლა) გამართულ რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“ ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა სალვადორ დომინგოსმა, გამოაცხადა, რომ ნიანეკა ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. შეხვედრას მთლიანობაში 2 621 ადამიანი დაესწრო. ამ გამოცემის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.

ნიანეკაენოვანი ხალხი ანგოლის პროვინციებში ცხოვრობს, მათ შორის ბენგელაში, კუნენეში, უილაში და ნამიბეში. მთარგმნელობითი ოფისი მდებარეობს ქალაქ ლუბანგოში.

წარსულში ზოგიერთი ბიბლიური საზოგადოება გამოსცემდა ბიბლიის ცალკეულ წიგნებს ამ ენაზე. თუმცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არის პირველი სრული გამოცემა. ნიანეკა ენაზე არაერთი დიალექტია, ამიტომ მთარგმნელობითი ჯგუფი ცდილობდა, თარგმანის მომზადებისას ყველასთვის გასაგები სიტყვები გამოეყენებინა.

ჩვენც ვხარობთ ნიანეკაენოვან და-ძმებთან ერთად, რადგან ამ ახალი თარგმანის დახმარებით უკეთ შეძლებენ, სხვებსაც გააცნონ იეჰოვა (ესაია 2:3).