2019 წლის 28 ნოემბერი
ანგოლა
გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია კიკონგო ენაზე
2019 წლის 24 ნოემბერს ანგოლაში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიკონგო ენაზე.
ამ ისტორიულ შეხვედრაზე, რომელიც ვიანას საკონგრესო დარბაზში გაიმართა, მიწვეული იყო ანგოლაში არსებული ყველა კიკონგოენოვანი კრება. გამოცემის შესახებ განცხადება გააკეთა ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრმა ძმა მეთიუ სტეგელმა. შეხვედრას ესწრებოდა 2 053 ადამიანი.
მთარგმნელობითი ჯგუფი შვიდი წელი მუშაობდა ამ პროექტზე. მანამდე ჩვენი და-ძმები იყენებდნენ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პორტუგალიურ გამოცემას ან ძვირადღირებულ და იშვიათ კიკონგო ენაზე ნათარგმნ ბიბლიას.
ამიერიდან უამრავ მაუწყებელს ექნება ბიბლიის ისეთი თარგმანი, რომელიც მათ მშობლიურ ენაზეა შესრულებული. ამ პროექტზე მომუშავე ერთმა მთარგმნელმა თქვა: „ეს ახალი თარგმანი უთუოდ დაეხმარება ჩვენს და-ძმებს, უკეთ ჩასწვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას და სხვებსაც ნათლად და გასაგებად აუხსნან ის“.
ანგოლაში კიკონგოენოვან კრებებში 1 524 მაუწყებელი მსახურობს. ქვეყანაში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი საუბრობს ამ ენაზე.
გვჯერა, რომ კიკონგო ენაზე შესრულებული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დაეხმარება იეჰოვას ხალხს, მთელი გულით შეასრულონ მისი სიტყვა (ფსალმუნი 119:34).