არჩეულ მასალაზე გადასვლა

18 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ანგოლა

გამოიცა „მათეს სახარება“ და „მოციქულთა საქმეები“ ანგოლურ ჟესტურ ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ და „მოციქულთა საქმეები“ ანგოლურ ჟესტურ ენაზე

2023 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ლუანდაში (ანგოლა) მდებარე საკონგრესო დარბაზში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა იოჰანეს დე იაგერმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ და „მოციქულთა საქმეები“ ანგოლურ ჟესტურ ენაზე. შეხვედრას მთლიანობაში 1 881 ადამიანი დაესწრო. ახალი გამოცემები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებგვერდზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

ანგოლაში დაახლოებით 360 000 ყრუ-მუნჯი ცხოვრობს. ანგოლურ ჟესტურ ენაზე პირველი კრება 2010 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად ანგოლაში 37 კრება, 7 ჯგუფი და ერთი წინარე ჯგუფია, სადაც მთლიანობაში 1 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ენაზე ბიბლიის წიგნები ითარგმნა. ერთმა ძმამ ასეთი რამ თქვა: „ამ თარგმანის წყალობით საქმეების 8:26—30-ში აღწერილ შემთხვევას უკეთ ჩავწვდი. აქ მოთხრობილია, თუ როგორ გამოედევნა ფილიპე ეთიოპ საჭურისს, რათა დასწეოდა და მისთვის ექადაგა. ახლა უკეთ მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ბოლომდე დავიხარჯო მსახურებაში“.

გვჯერა, ამ წიგნების გამოცემა უფრო მეტ ყრუ-მუნჯს დაარწმუნებს ღვთის სიყვარულში, რომელიც „თავისი სახის ნათელს“ ჰფენს ადამიანებს (რიცხვები 6:25).