არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 9 დეკემბერი
ანგოლა

გამოიცა „მათეს სახარება” და „საქმეები” ჩოკვე და იბინდა ენებზე

გამოიცა „მათეს სახარება” და „საქმეები” ჩოკვე და იბინდა ენებზე

ამა წლის 3 დეკემბერს ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა სამუელ კამპოსმა, გამოაცხადა, რომ ელექტრონული ფორმატით გამოიცა „მათეს სახარება“ და „საქმეები“ ჩოკვე და იბინდა ენებზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით გაკეთდა, რომელსაც დაახლოებით 2 000-მა ადამიანმა მოუსმინა.

ჩოკვე ენაზე პირველი ჯგუფი 2007 წელს ჩამოყალიბდა. ახლა ანგოლაში 10 ჩოკვეენოვანი კრებაა, ხოლო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში — 23.

ერთი ჩოკვეენოვანი მთარგმნელი ამბობს: „ჩოკვე ენაზე ბიბლიის რამდენიმე თარგმანია ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი გამოცემა მარტივ ენას იყენებს, თუმცა ტექსტის პერიფრაზირებას ახდენს. სხვა თარგმანებს რაც შეეხება, ძალიან რთული გასაგებია. როცა ამ ახალ გამოცემას ვკითხულობ, ვგრძნობ, რომ იეჰოვა პირადად მე მელაპარაკება“.

პირველი იბინდაენოვანი კრება 2014 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად ამ ენაზე 13 კრება ტარდება. დღემდე ბიბლიის არცერთი სხვა თარგმანი არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ მაუწყებლები პორტუგალიურ ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იყენებდნენ. ერთი იბინდაენოვანი მთარგმნელი ამბობს: „ზოგიერთი ბიბლიური მუხლი არაერთხელ წამიკითხავს, მაგრამ დღეს უკეთ მესმის, რა აზრია ჩადებული მასში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამან რწმენა კიდევ უფრო განმიმტკიცა“.

დარწმუნებული ვართ, ეს ახალი გამოცემა დაეხმარება ჩვენს და-ძმებს, კიდევ უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვას (იაკობი 4:8).