არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 29 აგვისტო
ანგოლა

ანგოლაში იეჰოვას მოწმეების კონგრესზე მომწამვლელი აირი გაუშვეს

ანგოლაში იეჰოვას მოწმეების კონგრესზე მომწამვლელი აირი გაუშვეს

2017 წლის 25 აგვისტოს, პარასკევს დილით, ვიანაში (ლუანდა, ანგოლა) იეჰოვას მოწმეების კონგრესის მსვლელობის დროს თავდამსხმელებმა მომწამვლელი აირი გაუშვეს მთავარ დარბაზსა და საპირფარეშოებში, რის შედეგადაც 405-მა დამსწრემ გონება დაკარგა. საბედნიეროდ, მომწამვლელი აირი არ იყო სასიკვდილო, ამიტომ არავინ დაღუპულა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რომელთა უმეტესობას მკურნალობა ჩაუტარეს და რამდენიმე საათში გაუშვეს. შემთხვევას ადგილობრივი სამართალდამცავები იძიებენ. პარასკევს შუადღეს სამი მამაკაცი დააკავეს და პოლიიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ლუანდაში იეჰოვას მოწმეების ფილიალი იტყობინება, რომ ყველა დაშავებული ამჟამად თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ დამსწრეები პანიკას არ მოუცვია. ისინი ცდილობდნენ, რომ დაშავებულებისთვის დახმარება აღმოეჩინათ. ძმებმა გაითვალისწინეს სამართალდამცავების მითითება და პარასკევს ნაშუადღევის პროგრამა გააუქმეს. თუმცა შაბათ-კვირას პროგრამამ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. კონგრესს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო და 188 მოინათლა.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ანგოლა: ტოდ პეკჰამი, ტელ. +244-923-166-760