2015 წლის 7 მაისი
ანგოლა
მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ანგოლაში
ლუანდა, ანგოლა — 2015 წლის 11 მარტს ბენგელას პროვინციაში, რომელიც ანგოლას დედაქალაქიდან დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარეობს, გადაუღებელი წვიმები დაიწყო, რასაც დიდი წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ 85 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 119 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან (ანგოლა) მოწოდებული მონაცემებით, არც ერთი მოწმე არ დაღუპულა. 11 მოწმის სახლიდან ზოგი განადგურდა, ზოგიც სერიოზულად დაზიანდა. წყალდიდობის შედეგად ქალაქ ლობიტუში იეჰოვას მოწმეების თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ერთი სამეფო დარბაზიც დაზიანდა.
სტიქიიდან მეორე დღეს, დილიდანვე მოწმეებმა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი შექმნეს, რათა დაედგინათ, რა ზარალი მიადგა სტიქიის ზონაში მცხოვრებთ და მათთვის საჭირო დახმარება აღმოეჩინათ. მოწმეებმა დახმარების ხელი გაუწოდეს არა მხოლოდ თანამორწმუნეებს, არამედ სხვა დაზარალებულებსაც. ლობიტუში ერთ-ერთი სამეფო დარბაზი, რომელიც ნახევარ მეტრზე მეტი ტალახითა და წყლით იყო გავსებული, მოხალისეებმა გაასუფთავეს და შეაკეთეს, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მომდევნო კვირაში დაგეგმილი სპეციალური შეხვედრების ჩატარება. ამ შეხვედრების ჩასატარებლად სტიქიის ზონაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის (ლუანდა) წარმომადგენლები ჩავიდნენ, რათა გაემხნევებინათ და ენუგეშებინათ ადგილობრივი მოწმეები.
იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ანგოლაში ტოდ პეკჰამი აღნიშნავს: „ჩვენ გულწრფელად თანავუგრძნობთ ყველას, ვინც წყალდიდობამ დააზარალა. ანგოლას ფილიალი კვლავაც უხელმძღვანელებს სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტს, რათა სათანადო დახმარება აღმოუჩინოს და მხარში ამოუდგეს ადგილობრივებს“.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000
ანგოლა: ტოდ პეკჰამი, ტელ. +244 222 460 192