2019 წლის 29 აპრილი
არგენტინა
არგენტინაში ახალი ფილიალის მშენებლობა დაიწყო
2018 წლის აგვისტოში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ახალი ფილიალის მშენებლობა დაიწყო. შენდება ახალი ადმინისტრაციული შენობა, სადაც 136 ადამიანი შეძლებს მუშაობას, აგრეთვე ორი საცხოვრებელი შენობა, 98 საცხოვრებელი ოთახით. ახლა ფილიალის შენობები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია; ახალი ფილიალის დასრულების შემდეგ კი ყველაფერი ერთ შენობაში განთავსდება, რაც საქმეს დააჩქარებს. ქვემოთ მოცემულ სურათებში ნაჩვენებია სამშენებლო პროექტის საწყისი ეტაპები.
2018 წლის აგვისტო: ათი და-ძმისგან შემდგარი საპროექტო ჯგუფი წელიწად-ნახევარი მუშაობდა არქიტექტურულ ნახაზებზე.
2018 წლის სექტემბერი: საძირკვლის გასამყარებლად დამატებითი სვეტებისთვის ორმოებს თხრიან. არსებული რელიეფის გამო შენობის გასამყარებლად ცილინდრის ფორმის 103 სვეტს 38 მეტრის სიღრმეზე ჩაარჭობენ.
2018 წლის ნოემბერი: მშენებლობის დროს 33 მეტრიან ამწეს იყენებენ.
2018 წლის ნოემბერი: ძმები, რომლებიც ამწეს აწყობენ, სხვა და-ძმებთან ერთად, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმებს დიდ ყურადღებას აქცევენ.
2019 წლის იანვარი: მძიმე ტექნიკის გამოყენებით თხრიან ორმოს იმ ადგილას, სადაც ლიფტი დამონტაჟდება.
2019 წლის მარტი: ბეტონის ჩასხმამდე ერთ-ერთი შენობის საძირკველში რკინის კონსტრუქციას ამონტაჟებენ.