არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 2 თებერვალი
არგენტინა

არგენტინის ბეთელის ოჯახი ფილიალის ახალ კომპლექსში გადავიდა

არგენტინის ბეთელის ოჯახი ფილიალის ახალ კომპლექსში გადავიდა

არგენტინის ბეთელის ოჯახმა დაასრულა ფილიალის ახალაშენებულ კომპლექსში გადასვლა. კონტრაქტორებმა მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაასრულეს. ამის შემდეგ ზოგიერთი შიდა სამუშაო ბეთელელებმა და მოხალისე მშენებლებმა შეასრულეს, მათ შორის სანტექნიკური და ელექტროსამუშაოები. მათ აგრეთვე საფუძვლიანად დაასუფთავეს იქაურობა და ააწყვეს ავეჯი.

ახალი კომპლექსი შედგება ერთი საოფისე და ორი საცხოვრებელი შენობისგან, სადაც 136 სამუშაო ადგილი და 98 საცხოვრებელი ოთახია განთავსებული. ახალ კომპლექსში გადასვლამდე ფილიალს რამდენიმე შენობა ჰქონდა სხვადასხვა ადგილას, ახლა კი ყველაფერი ერთ ტერიტორიაზეა. ახალი ფილიალი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის მახლობლად მდებარეობს და მას მთლიანობაში 8 524 მ2 უკავია.

ფილიალის კომიტეტის წევრი, უმბერტო კაირო, ამბობს: „ამ პროექტმა იეჰოვას გულუხვობაში დაგვარწმუნა. ჩვენი ახალი შენობები მართლაც ანათებს, შეუძლებელია ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს ჩვენი ვებგვერდის ლოგო“.

ძმა სებასტიან როსო, რომელიც სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობს, აღნიშნავს: „იეჰოვამ ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. ეს ადგილი ყველა ჩვენს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. უზომოდ მადლიერები ვართ ასეთი ლამაზი და მრავალფუნქციური ფილიალის შენობებისთვის“.

დარწმუნებული ვართ, ამ ახალ კომპლექსში ბეთელის ოჯახის წევრებს უფრო გაუადვილდებათ ხარისხიანად საქმის შესრულება და ეს ფილიალი სამეზობლოზეც კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს (2 მატიანე 7:1).

 

არგენტინის ბეთელის ოჯახი ფილიალის ახალ კომპლექსში გადავიდა. გადასვლის დროს, რაც გასული წლის ივლისში დაიწყო, და-ძმები ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს. ზოგიერთი შიდა საქმე ბეთელელებმა დაასრულეს, მაგალითად ააწყვეს ავეჯი და იქაურობა დაასუფთავეს. ახალი ფილიალი სამეზობლოზეც კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს.