არჩეულ მასალაზე გადასვლა

მინისტრის მოადგილე კლაუდიო რომერო (მარცხნივ) სიგელს გადასცემს ძმა მიგელ პუჩეტს (მარჯვნივ), არგენტინის ფილიალის კომიტეტის წევრს

2019 წლის 31 დეკემბერი
არგენტინა

ბუენოს-აირესის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს სიგელით აჯილდოებს 2019 წელს ჩატარებული საერთაშორისო კონგრესისთვის

ბუენოს-აირესის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს სიგელით აჯილდოებს 2019 წელს ჩატარებული საერთაშორისო კონგრესისთვის

ბუენოს-აირესის ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეების მიერ 2019 წელს ჩატარებული საერთაშორისო კონგრესი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებად შეაფასა. 2019 წლის 12 დეკემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მთავრობის წარმომადგენლებმა ჩვენს ძმებს სიგელი გადასცეს იმის ნიშნად, რომ კონგრესი ღირებულ მიზანს ემსახურებოდა.

მთავრობის წარმომადგენლებმა, კლაუდიო რომერომ და ფედერიკო პუგლისმა შეაქეს იეჰოვას მოწმეები გაწეული ღვაწლისთვის. კლაუდიო რომერომ განაცხადა: „მსურს აღვნიშნო, რომ თქვენი რელიგიური ფასეულობები, თქვენ შორის არსებული მშვიდობა და ერთობა დადებითად მოქმედებს მთელ საზოგადოებაზე. მინდა იცოდეთ, რომ მოხიბლული ვარ თქვენი რელიგიური საქმიანობით, ვაფასებ თქვენს თავდადებულ შრომას და იმას, რომ ყოველთვის მზად ხართ სხვების დასახმარებლად. ვთვლი, რომ ყველა უნდა აფასებდეს იმ სიყვარულს, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ ადამიანების მიმართ და იმ შეუპოვრობას, რომელსაც ქადაგების დროს ავლენთ“. ფედერიკო პუგლისმა კი თავის სიტყვაში აღნიშნა: „დღეს თქვენ გაერთიანებულნი ხართ ერთი აზრის ირგვლივ: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. ვიცი, რომ თქვენ მარტო კონგრესის დროს კი არ ავლენთ სიყვარულს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ვინაიდან თქვენი მოტივაცია სიყვარულია“.

მთავრობის წარმომადგენლებმა შეაქეს ჩვენი და-ძმები მოყვასის მიმართ გამოვლენილი სიყვარულისთვის. თუმცა ჩვენ ამ სიყვარულს იმიტომ კი არ ვავლენთ, რომ შექება და აღიარება დავიმსახუროთ, არამედ იმიტომ, რომ დიდება მივაგოთ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას (1იოანე 4:8).